დღეს USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 2 დეკემბერს, EWMI-s ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ახალი ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI ოფისში შედგება. EWMI -ს პროგრამის სახელწოდებაა `სამოქალაქო საზოგადოების, ადვოკატირებისა და საჯარო პოლიტიკის განვითარება საქართველოში~ (G-PAC და მას EWMI ახორციელებს. პრეზენტაციას დაესწრება და მასზე სიტყვით გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი უცხოური საელჩოების, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. G-PAC -ის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას პროგრამის მიზნისა და მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ. პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდება EWMI -ის საგრანტო პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. პრეზენტაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ოფისში (მარჯანიშვილის ქ. #5, III სართული) დღეს, 2 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, გაიმართება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_548.html
| |||
განათავსა - Legatuss | 02 დეკ. 2010, 10:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.