საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დუშეთში გასვლით სხდომას გამართავს | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დუშეთში გასვლით სხდომას გამართავს. გასვლით სხდომაზე, რომელიც დუშეთის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართება, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლების, ასევე ექსპერტების და მოსახლეობის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს მოისმენენ. შეგახსნებთ, რომ ანალოგიური ფორმატის შეხვედრა უკვე ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, შესწორებული პროექტი მთარობამ პარლამენტში 30 ნოემბერს შეიტანა, რომელსაც პარლამენტი 17 დეკემბერს დაამტკიცებს. მომავალის წლის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 7 მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_547.html
| |||
განათავსა - Legatuss | 02 დეკ. 2010, 10:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.