საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახება ხელშეკრულება გაფორმდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს, 2 დეკემბერს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახება ხელშეკრულება გაფორმდება. "ეს არის პირველი ასეთი ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტი არა მხოლოდ შეიყვანს საქართველოს ერთიანი საჰაერო სივცეში ევროპასთან, არამდე მისცემს საშუალებას ახალ ავიაკომპანიებს, შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. შედეგად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს საავიაციო ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. "ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხელმომწერი ქვეყნები დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენენ. "ერთიანი საჰაერო სივრცის" შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ამ სფეროში ხარისხის და მომსახურების ამაღლებას", - აცხადებს საგერო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_546.html
| |||
განათავსა - Legatuss | 02 დეკ. 2010, 09:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.