წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაცია 10.6%-მდე გაიზრდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ეროვნული ბანკი წლის ბოლოსათვის ორნიშნა ინფლაციას ვარაუდობს. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაცია 10.6%-ს მიაღწევს. ეროვნული ბანკი ამას პურის პროდუქტებსა და ბურღულეულზე ფასების ზრდას უკავშირებს. ბანკის განმარტებით, მსოფლიოში ხორბლის ცუდ მოსავალთან დაკავშირებით მარცვლეულზე მსოფლიო ფასები გაიზარდა. ეს, სავარაუდოდ, საქართველოში პურის პროდუქტებისა და ბურღულეულის ფასებზეც აისახება, ასევე იმ პროდუქტების ფასებზე, რომელთა წარმოებაც უშუალოდ ხორბალთან არის დაკავშირებული. კერძოდ, იგულისხმება ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები, კვერცხი და მცენარეული ზეთი. უნდა აღინიშნოს, რომ „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ორნიშნა ინფლაცია უკანასკნელად 2007 წელს დაფიქსირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_544.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2010, 15:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.