რამდენიმე ქვეყანა მზადაა, საქართველოში ბიზნესის წარმოების გამოცდილება გადაიღოს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რამდენიმე ქვეყანა გადმოიღებს საქართველოს გამოცდილებას ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, როდესაც თბილისში გამართული ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების რეგიონალური კონფერენციის შედეგებზე საუბრობდა. მან კიდევ ერთხელ ახსენა, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეფორმების სფეროში მსოფლიო ლიდერი უწოდა. „მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება თბილისში კონფერენციის ჩატარების შესახებ დაგვეხმარება ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. კონფერენციის ფარგლებში მე შევხვდი 30 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოს გამოცდილებას გადაიღებენ“, - თქვა პრემიერმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_543.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2010, 12:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.