საქართველო და ქუვეითი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველო ქუვეითთან ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოსთან და ქუვეითის ფინანსურ სახლთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. მას ამერიკული კომპანია „ოტის კაპიტალი“ მოამზადებს, რომელიც სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გახდა. მისი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედგენის შემდეგ ჩამოყალიბდება ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია. კომპანიის აქციები გატანილი იქნება ლონდონის ბირჟაზე და ციურიხის ბირჟაზე. საუბარია აქციათა 30-40%-ის განთავსების შესახებ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_542.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2010, 09:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.