დღეიდან წყლის ახალი ტარიფი მოქმედებს | საქართველოს ამბები | ||
დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან, ძალაში შედის სემეკ-ის გადაწყვეტილება და თბილისში წყლის ტარიფი 2,40 ლარიდან 3,15 ლარამდე ძვირდება. შეცვლილი ტარიფი 3 ლარი და 15 თეთრი ერთ სულზე გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება. იმავდროულად სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელიც თბილიის მაშტაბით 105 ათას ადამინს შეადგენს, წლის გადასახადის ნახევარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 50 პროცენტს თბილისის მერია დაფარავს, რაც თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. მნიშვნელოვანია რომ თბილისში წყლის ტარიფის რევიზია არ მოხდება და ის უცვლელი დარჩება მომავალი 5 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომა გაიმართა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_541.html
| |||
განათავსა - Legatuss | 01 დეკ. 2010, 09:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.