რუსეთი ოს სეპარატისტებს 6 მილიარდ 800 მილიონი რუბლს გამოუყოფს | მსოფლიოს ამბები | ||
დღეს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ოსმა სეპარატისტებმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე იმსჯელეს. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით შეხვედრაში რუსეთის და ე. წ სამხრეთ ოსეთის პრაქტიკულად ყველა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ გახსნა. შეხვედრაზე რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის რომან პანოვმა განაცხადა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისათვის 2011 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის 6 მილიარდ 800 მილიონი რუბლი გამოიყოფა. "დღეს ცხინვალში რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის რომან პანოვის თავმჯდომარეობით მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. რომელიც რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2011 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა", _ იუწყება ოსური მხარე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_535.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 ნოემ. 2010, 15:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.