მომავალ წელს აჭარაში 1.5 მლნ ტურისტს ელიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მომავალ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში 1.5 მლნ ტურისტს მოელის. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2011 წლის განმავლობაში მრავალი კულტურული და გასართობი ღონისძიება მოეწყობა, რისი მიზანიცაა ვიზიტიორთა მეტი რიცხვის მოზიდვა. აჭარის თითოეულმა სამთავრობო ორგანომ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მიიღო. დეპარტამენტის თქმით, წლიდან წლამდე ტურიზმის მიმართულებით სამუშაო უმჯობესდება და სულ უფრო ნაკლები შეცდომა დაიშვება. მიმდინარე წელს აჭარას 900 000-ზე მეტი ვიზიტიორი ესტუმრა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_534.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ნოემ. 2010, 12:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.