რეფორმების გატარება უნდა გაგრძელდეს - ვერა ქობალია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეკონომიკiსა და განვითარების მინისტრი ვერა ქობალია თვლის, რომ ეკონომიკური რეფორმების გატaრება უნდა გაგრძელდეს. ამი შესახებ დღეს მან განაცხადა თბლისში გამართულ რეგიონალურ-ეკონომიკურ კონფერენციაზე. ვერა ქობალიას თქმით მიზეზი იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტა ჩატარებულიყო ასეთ ტიპის კონფერენცია საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ლიდერის პოზიცია რეფორმების მხრივ რეიტინგში. ,,ის ფაქტი, რომ უამრავი ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჩამოვიდა თბილისში, რათა გაეცნონ ჩვენს გამოცდილებასა და შეისწავლონ ქვეყანაში განხორცილებეული რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხელს უწყობს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა მან. მინისტრის თქმით კონფერენციაზე იგი გეგმავს ისაუბროს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე. ,,რეფორმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს შესაბამისი თანმიმდევრობით წლიდან წლამდე, რადგან ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქ გასაკეთებელი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ინდუსტრიული ზონების შექმნის მხრივ", - განაცხადა მან. მინისტრი თვლის, რომ აუცილებელია აშენდეს ახალი და ფუნქციონირება დაიწყოს იმ ძველმა საწარმოებმა, რომლებიც ადრე მუშაობდნენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_529.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 ნოემ. 2010, 11:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.