ავიაკომპანია ''ლოტი'' პოლონეთი-საქართველოს მიმართულებით კვირაში ოთხ რეის განახორციელებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
პოლონური ავიაკომპანია "ლოტი" 2011 წლის იანვრიდან პოლონეთი-საქართველოს მიმართულებით კვირაში ოთხ რეის განახორციელებს, _ ამის შეახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კოფნერეციაზე გააკეთა. ქობალია პოლონეთში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. მისი თქმით, მან დაპირება მიიღო, რომ 2011 წლის იანვრიდან კვირაში სამი რეისის ნაცვლად 4 რეისს განახორციელებს. ქობალიამ აღნიშნა, რომ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომელმაც მასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზრის ათვისებით სხვა მსხვილი ავიაკომპანიებიც არიან დაინტერესებული, რაზეც მინისტრის თქმით, ქართული მხარე მოლაპარაკებებს დაიწყებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_528.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 ნოემ. 2010, 11:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.