''საქსტატის'' შენობას აუქციონზე დღეს გაიტანენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს, 30 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "საქსტატის" შენობის გასხვისებას შეეცდება. ობიექტის საწყისი ღირებულება 3,5 მლნ. დოლარია. დღეისთვის დაგეგმილ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 5 ობიექტის გასხვისებას გეგმავს. საპრივატიზაციო ნუსხაშია, ასევე, თბილისში, მუხიანის დასახლების IV მ/რ-სა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე (დაუმთავრებელი) შენობა-ნაგებობა, რომლის საწყისი ფასიც _ 224 ათასი აშშ დოლარია. აუქცინის წესით იყიდება, ასევე, თბილისში, დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქ 1 - ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთეული შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასით _ 175 ათასი აშშ დოლარი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_526.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 ნოემ. 2010, 11:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.