თბილისის ბიუჯეტმა ვერ მიიღო 37 მლნ. ლარი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისის ბიუჯეტმა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ვერ მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან გრანტი 37 მლნ. ლარის ოდენობით. დღეს ბრიფინგზე როგორც განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ჩვენი თბილისი" წევრმა ზურაბ აბაშიძემ - თბილისის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში შემცირდა 92 %-ით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქმა ვერ მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან გრანტი 37 მლნ. ლარის ოდენობით. მისი თქმით ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე დანახარჯები შემცირებულია 9 მლნ. ლარით. ,,ბიუჯეტი 2011 წლისათვის შემცირებული იქნა 123 მლნ. ლარით, ხოლო არჩევნების შემდეგ 3 თვეში 37 მლნ. ლარით", - აღნიშნა მან. თავის მხრივ დედაქალაქის ფინანსურმა კომისიამ ეს ფაქტი უარყო. პრეს-კონფერენციაზე საკრებულოს ფინანსური კომისიის წარმომადგენელმა თამარ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტში გადარიცხული იქნა 5 ოქტომბერს, შესაბამისად არ იქნა შემცირებული ბიუჯეტის ხარჯები, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 2010 წლისათვის. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_524.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 19:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.