1 დეკემბრიდან უსაფრთხოების ღვედების სარგებლობა სავალდებულო ხდება | საქართველოს ამბები | ||
1 დეკემბრიდან უსაფრთხოების ღვედების გაკეთება სავალდებულო ხდება. მისი გამოუყენებლობა მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი ადამიანის მიერ იწვევს დაჯარიმებას 40 ლარით. დაჯარიმებას არ დაექვემდებარება იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლები, რომელთა კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს მას. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხევაში მძღოლს დაერიცხება დამატებით 150 ლარი და გადაუხდელობის შემთხვევაში ჩამოერთმევა მართვის მოწმობა ერთი წლით. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა თუ დაფიქსირებული იქნა ფოტო ან ვიდეოკამერით, მაშინ ჯარიმა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს და გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ჯარიმისა და მასზე დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიყიდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_523.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 16:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.