საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ მზადდება სასამართლო სარჩელი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სოციალურ ქსელში ინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ მზადდება სასამართლო სარჩელი. ამ აქციის ინიციატორების განცხადებით მისი მომზადებისათვის ჩატარდება სპეციალური კვლევა, რის შემდეგაც გაკეთდება მიმართვა მარეგულირებელი კომისიის მიმართ. ,,შემცირდეს ინტერნეტ მომსახურების ღირებულება და გაიზარდოს სიჩქარე", - ვებ გვერდი ამ სახელით გახსნილი იქნა ოქტომბერში ,,Facebook"-ზე, როდესაც სამართლო სარჩელის შესატანად საჭირო იყო 10 000 კაცის ხელმოწერის შეგროვება. დღეისათვის კი ამ აქციაში 15 000 ადამიანი მონაწილეობს. საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ტარიფი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ხოლო სიჩქარე - ყველაზე დაბალი. ჩვენთან ინტერნეტ- პაკეტის ღირებულება იწყება 20 ლარიდან, სიჩქარე კი არის მაქსიმუმ 10 MB. შედარებისათვის: იაპონიაში 1 MB ღირს 27 ცენტი, ხოლო მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 61 MB სიჩქარის ინტერნეტით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_521.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 15:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.