IFC საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის დეპარტამენტის დირექტორი სნეჟანა სტროილკოვიჩი დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. საერთაშორისო კონფერენციის, ბიზნესგარემოს გამუჯობესების შესახებ, დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდა ბიზნესის წარმოება და რაც ყველაზე მთავარია ხელისუფლება აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს საშუალო და მცირე ბიზნეს. სნეჟანა სტროილკოვიჩის თქმით ამ დროისთვის საქართველოში განხორციელდა 500 მლნ. დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 35 მნიშვნელოვანი პროექტი. ,,ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ბიზნესის განვითარების სფეროში და ვიმედოვნებთ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ", - აღნიშნა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_515.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 11:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.