საქართველო გეგმავს 2012 წელს მიუახლოვდეს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო გახდა რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა IFC, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. მისი თქმით ასეთი მასშტაბის ღონისძიება რეგიონში პირველად ჩატარდა. ,,საქართველო წარმოადგენს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანას მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, რამაც შექმნა ამ კონფერენციის თბილისში ჩატარების საფუძველი. ქვეყანა 5-6 წლის წინ იმყოფებოდა 122 ადგილზე ბიზნესის წარმოების რეიტინგის მიხედვით, დღეისათვის კი უკვე 12-ზეა", - აღნიშნა გილაურმა. მისი თქმით საქართველოს ეკონომიკის ზდის ტემპი კრიზისამდე იყო 9,5 % და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყანა 2012 წლისათვის მიუახლოვდება ამ მაჩვენებელს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_514.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 11:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.