მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
მისი სიტყვებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ინვესტირება ჰიდროენერგეტიკაში. მეორე მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს ტურიზმის სექტორი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმი, რომლითაც მრავალი ადამიანია დაინტერესებული. ასად ალამის განცხადებით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის სფერო, რომელიც წინა წლებში არსებითად არ განვითარებულა, თუმცა საქართველოს პოტენციალი აქვს, გაზარდოს საექსპორტო მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში. 2 დღიანი კონფერენციის მონაწილეები დღეს ესტუმრებიან თბილისს, სახელმწიფო რეესტრს, შსს-ისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებს, სადაც რეფორმებს ადგილზევე გაეცნობიან. ხვალინდელ დღეზე ლილოს საბაჟო ტერმინალის დათვალიერებაა დაგეგმილი. რეგიონალურ კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორებიც საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა არიან, 100-მდე პიროვნება მონაწილეობს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირნი ევროპისა და ცენტრალური აზიის 30 ქვეყნიდან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_511.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2010, 10:30 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.