ორ ამერიკულ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკაში ორ ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის გამო შეჩერებული იქნა სამუშაოები 7 ნოემბერს, საღამოს, როგორც ამა იტყობინება Associated Press. ორივე სადგური იმყოფება კომპანიის Energy Corp. საკუთრებაში. პირველად რადიოაქტიური წყლის გაჟონვის გამო, რომელიც აღმოაჩინა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გაჩერებული იქნა ვერმონტის შტატში განლაგებული ატომური ელექტროსადგური Vermont Yankee. ამ ინციდენტიდან არაუმეტეს ერთ საათისა, ნიუ-იორკის შტატში მდებარე ატომური ელექტროსადგურის Indian Point ტერიტორიაზე აფეთქდა ერთ-ერთი ტრანსფომატორი, რამაც გამოიწვია რეაქტორის ავარიული გაჩერება. Energy Corp. წამომადგენელმა განაცხადა, რომ ვერმონტსა და ნიუ-იოირკში მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა, რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა გარემოში არ მომხდარა. აშშ-ს ატომური ზედამხედველობის კომისიის (Nucliar Regulation Comission) წამომადგენელმა 7 ნოემბერს, Energy Corp. საკუთრებაში მყოფი, ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი ინციდენტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა უბრალო დამთხვევას. ატომურ ელექტროსადგურზე Vermont Yankee ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში მოხდა გაჟონვა რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი წყლისა და ორთქლის, თუმცა მაშინაც სადგურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მოსახლეობასა და გარემოს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_51.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 ნოემ. 2010, 15:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.