aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ლაგოდეხის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გავრცელდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     ლაგოდეხის რაიონში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა ნუნუ ნოზაძემ განუცხადა, ულიანოვკისა და შრომის საჯარო სკოლებში დაავადება 14 მოსწავლეს აღმოაჩნდა.


     ნუნუ ნოზაძის განცხადებით, აღნიშნულ სკოლებში უკვე იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები და შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს. 


     „ჩუტყვავილა მეტად რომ არ გავრცელდეს, მოსწავლეები სრულ განკურნებამდე სახლში იქნებიან", - განაცხადა ნუნუ ნოზაძემ. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები დაკვირვებას სხვა სკოლებშიც ახორციელებენ. 


     ეპიდემიოლოგებს ვითარება არ შეუსწავლიათ საბავშვო ბაღებში, სადაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების ჩუტყვავილით დაავადების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ქალაქის პირველ საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის ირმა სიყმაშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში მდგომარეობა დღეს გადამოწმდება. 


     ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება. 


     ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება. 


     იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აღწევს, გამონაყარი უხვია, დაჩირქება ინტენსიური, ზოგჯერ გამონაყარის ელემენტებში სისხლიც ჩაიქცევა ხოლმე. იშვიათია გართულება ფილტვების, შუა ყურისა და ტვინის ანთებით. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჟიმი, კანის, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში. 


     ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მყოფი ბავშვები რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფეციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_509.html
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 10:17 | ახალი ამბები »
 

"ლაგოდეხის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გავრცელდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian