ახმეტის რაიონის სოფელ ხევჭალაში ტყე იწვის | საქართველოს ამბები | ||
ახმეტის რაიონის სოფელ ხევჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, ხანძარი დაახლოებით 8 ჰექტარზეა გავრცელებული. „გუშინ ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, ქარი იყო და ხელს გვიშლიდა. დღეს, დილიდან არის წასული 80 კაციანი ჯგუფი. სადაც ხანძარია, იქ სატელეფონი კავშირი არ მყარდება. ამიტომ ველოდებით ვინმეს, რომ ჩამოვა და ამბავს ჩამოიტანს. როგორც ვიცით, დილას ხევჭალაში გაწვიმდა და ვიმედოვნებთ, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდება", - განაცხადა ახმეტის გამგებელმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს, შემოდგომაზე გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა, აქედან დაახლოებით 140 ჰექტარი კახეთში. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხანძარმა 2 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_508.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 ნოემ. 2010, 10:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.