თურქეთი დაინტერესებას გამოთქვამს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თურქეთი დაინტერესებულია უკრაინასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებითა და ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა შავი ზღვის ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნიხაით ერგუინმა. ,,ჩვენი მოველით, რომ მიმდინარე წელს თურქეთსა და უკრაინას შორის ვაჭრობის ბალანსი შეადგენს 5 მლრ. დოლარს, ხოლო მომავალი წლისათვის იგი გაიზრდეაბა და გაუტოლდება 2008 წლის მაჩვენებელს - 8 მლრ. დოლარს", - აღნიშნა მინისტრმა. ნიხაით ერგუინი თვლის, რომ ყირიმში თურქული ინვესტიციების გაზრდისათვის აუცილებელია უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღება. ამასთან ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უკრაინელი ტურისტების რიცხვის მომატებას, ასევე პირიქით თურქებს შეეძლებათ თავისუფლად ესტუმრონ მას. თურქეთის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრის თქმით ეს შეთანხმება აგრეთვე გაზრდის პერსპექტივას, რომ შეიქმნას უკრაინა-თურქეთის ერთობლივი სამშენებლო, ტურისტული და ენერგეტიკული კომპანიები, მათ შორის არატრადიციული ენერგიის წყაროს საფუძველზე. ნიხაით ერგუინის თქმით უკრაინასა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვისა და ეკონომიკის გაზრდას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_506.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 ნოემ. 2010, 20:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.