ჩეჩნეთში მომხდარ ჩხუბში 400 ადამიანი მონაწილეობდა | მსოფლიოს ამბები | ||
ჩეჩნეთში, შამილის რაიონში, მასობრივი ჩხუბი მოხდა. ჩხუბში 400 ადამიანი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ოჯახური ძალდაობა იყო, რომლის დროსაც მილიცია იძულებული გახდა იარაღი გამოეყენებინა. არიან დაშავებულები. "ადგილზე მოსულ მილიციის თანამშრომლებს ცენტრალურ ქუჩაზე ჩხუბი დახვდათ, რომელშიც 350-400 კაცი იღებდა მონაწილეობას. ადგილზე გამოძახებული იქნა საგამოძიებო და სწრაფი რეაგირების 30 კაციანი ჯგუფი, მაგრამ ჩხუბის მონაწილებმა დაშლაზე უარი განაცხადეს და მილიციისთვის იარაღის წართმევით დაიმუქრნენ", - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველები. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე მილიციელმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორცილა, რასაც მოჩხუბარების მხრიდან თავდასხმა მოჰყვა მილიციაზე, რომლებიც იარაღის წართმევას ცდილობდნენ. აღნიშულის გამო სამართალდამცველებმა თავდამსხმელებს ცეცხლი ფეხებში გაუხსნენს, რის გამოც ოთხი მათგანი დაიჭრა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_504.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 ნოემ. 2010, 16:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.