პაკისტანში ჩამოვარდა ქართული კომპანიის ,,Sunways Airlines'' კუთვნილი ილ_76 | მსოფლიოს ამბები | ||
ამ ღამეს პაკისტანში ყარაჩში ჩამოვარდა ქართული კომპანიის ,,Sunways Airlines" კუთვნილი ილ_76. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საელჩო ყარაჩში. სატვირთო თვითმფრინავი ილ-76-ს გადაჰქონდა ჰუმანიტარული ტვირთი არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან სუდანში. ბორტზე იყო 40 ტონა ტვირთი კარვების სახით. როგორც ცნობილია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის საბორტო ნომერი ქართულია. პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ბორტზე, - აცნობეს რუსეთის საელჩოს ყარაჩში. სულ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდა 8 ადამიანი და ყველანი გარდაცვლილია. თვითმფინავი აფრენიდან (1:45სთ) 2 წუთში ჩამოვარდა. ილ-76 რუსული წამოების თვითმფრინავია, რომელიც იმყოფებოდა ქართულ ავიაკომპანიის ,,Sunway Airlines" საკუთრებაში და მიფრინავდა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან სუდანის მიმართულებით. ამ დროისათვის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა 11-მდე. 3 დაღუპული ამოიყვანეს თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან. ილ-76-მა გადაუფრინა რა მჭიდროდ დასახლებულ სახლებს დაეცა მშენებარეს, რომელშიც ჯერ კიდევ არ იყო ხალხი შესახლებული. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_503.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 ნოემ. 2010, 13:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.