სააკაშვილი: სპორტის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თავის ვიდეომიმართვაში ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეასთან, რომლებმაც გუშინ თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილად აირჩიეს. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 43 ოლიმპიური ჩემპიონია. „ჩვენ ვამაყობთ ქართველი ილიმპიელებით. ჩვენ მსოფლიო და ევროპის 1000 ჩემპიონი გვყავს. უკანასკნელი წლების განმავლობაში 1000-ზე მეტი სპორტული ობიექტი აშენდა და ჩვენ გავზრდით ამ სფეროში დაფინანსებას. ჩვენთვის უმთავრესია შემოქმედებითი მიდგომა“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის 49 წარმომადგენლიდან 26-მა ხმა მისცა 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას საქართველოს დედაქალაქში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_498.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ნოემ. 2010, 11:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.