სვანეთში ტურისტული სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სვანეთში ტურისტული სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განმარტებით, მესტიაში სამთო-სათხილამურო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გაიხსნება. "მალე საბაგიროს მშენებლობა დასრულდება და ტურისტებს სწორედ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოემსახურება. წლევანდელი სეზონისთვის სულ ორი სათხილამურო ტრასა გაიხსნება. ამას უკვე მომავალ წელს მესამე ტრასაც დაემატება"- განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილის განმარტებით, მესტიის აეროპორტიდან სათხილამურო კურორტამდე სამანქანო გზაც გაკეთდა. "გზა 8-კილონეტრიანია და აეროპორტიდან იქამდე მანძილის გავლა 20 წუთშია შესაძლებელი"- აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. აღსანიშნავია, რომ წელს სვანეთში ტურისტების ზრდას მოელიან, რასაც მესტიაში ახალი აეროპორტის გახსნა შეუწყიბს ხელს, რომელიც ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება. ზამთრის პერიოდში მესტიის აეროპორტი 18 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავების მიღებას შეძლებს, ხოლო ზაფხულის პერიოდში აეროპორტს 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება შეეძლება. მესტიაში ახალი აეროპორტის მშენებლობა 3 თვის წინ დაიწყო და დღეისთვის უკვე სამუშაოს უდიდესი ნაწილი შესრულებულია - თითქმის დასრულებულია აეროპორტის შენობა და 1120-მეტრიანი ასაფრენი ბილიკი. მესტიის აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობს და დასაქმებულია 300-მდე ადამიანი. აეროპორტი საათში ერთი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. ამასთან, მესტიაში ნოემბრის ბოლოსთვის ამუშავდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომლის სარემონტო სამუშაოებიც თითქმის დასრულებულია. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მესტიაში ჩასულ ტურისტებს რამდენიმე მიმართულებით მოემსახურება - გარდა საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა, ცენტრი მათ მარშრუტების შერჩევასა და დაგეგმვაშიც დაეხმარება. http://ghn.ge/news-28410.html წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_496.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 ნოემ. 2010, 09:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.