ბარაკ ობამამ რეკორდი მოხსნა | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მის წინამორბედებთან შედარებით ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვიზიტების კუთხით რეკორდი მოხსნა. არასამთავრობო ორგანიზაცია "გადამხდელთა ნაციონალური კაშირის" მონაცემებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ორი წლის განმავლობაში 15 ტურნე ჩაატარა, რომელშიც 26 ქვეყანა შევიდა, ხოლო ვიზიტების ხანგძლივობამ 55 დღე შეადგინა. ამასთან, NSN-ს პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ავიალაინერის, რომელიც საჰაერო შეიარაღებული ძალების ბალანზეა ერთი საათი ფრენა, 181 757 დოლარი ჯდება. ახლა კი ექსპლუატაციში შედის "ბორტი ნომერი 1", რომელის "დუბლიც" მოდიფიცირებულ "ბოინგ 747"-ს წარმოადგენს და თვითეულში 350 მილიონი დოლარია გადახდილი. რაც შეეხება თეთრის სახლის სხვა მობინადრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფომაციით, პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მეტი დრო საზღვარგარეთ ბილ კლინტონს აქვს გატარებული, კერძოდ კი პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარებული აქვს 55 ვიზიტი, რომლის მოცულობაც 233 დღა, მეორე ადგილს კი ჯორჯ ბუში უმცროსი იკავებს, 8 წლის განმავლობაში 49 ტურნე ჩაატარა, რომლის საერთო მოცულობაც 215 დღე იყო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_486.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 ნოემ. 2010, 11:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.