H1N1 ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმების გადამზადება გრძელდება | საქართველოს ამბები | ||
სასწრაფო დახმარების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსისგან კონკრეტული დავალებები უკვე მიიღეს. სასწრაფო დახმარების სამსახურებს ადამიანური, მედიკამენტური და ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა და ვირუსის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა ევალებათ. ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, მათ დაინფიცირებულ მოსახლეობას სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, თუმცა ექიმების პროგნოზით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან წელს პანდემიის საფრთხე არც საქართველოში და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აღარ არის. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_485.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 ნოემ. 2010, 09:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.