მწვანეთა მოძრაობა აპროტესტებს საქართველოში ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის შემოტანას | საქართველოს ამბები | ||
მწანეთა მოძრაობის ინფორმაციით საქართველოში ბოლო დროს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოiტანა და ფერმერებში გაავრცელა ჰიბრიდული სიმინდი, ხორბალი. ,,ჩვენთვის უცნობია შემოწმებული არის თუ არა ეს თესლი, თუ რამდენად შეესაბამება და ეფეტურია იგი საქართველოს პირობებში. ცნობილი გახდა, რომ მათი გავრცელება ხდება აკრძალული მეთოდებით. კერძოდ, მოსახლეობა (განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც მუშობს სახელმწიფო ორგანიზაციებში) იძულებული არიან შეიძინონ ჰიბრიდული თესლი და გამოიყენონ თავიანთ მეურნეობაში. მათი გავრცელება დაუშვებელია როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ ჰიბრიდული თესლი ,,კარგ" მოსავალს მხოლოდ პირველ წელს იძლევა (ისიც იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება უშუალოდ მათი მომწოდებელი კომპანიის შხამქიმიკატები). შემდეგი წლისათვის იგი უვარგისი ხდება დასათესად, რადგან მათ არ შეუძლიათ გამრავლება. შედეგად კი ფერმერებს მოუწევთ ყოველ წლიურად შეიძინონ სათესლე მასალა ამ კოპანიებისაგან, რაც არც თუ ისე იაფია", - აღიშნულია მწვანეთა მოძრაობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_483.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 ნოემ. 2010, 09:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.