2010 წელს მსოფლიოში 600 000 პასიური მწეველი დაიღუპა | მსოფლიოს ამბები | ||
სიგარეტის პასიური მოწევისგან 2010 წელს 600 000 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი BBC იუწყება. დაღუპულთა ერთ მესამედს ბავშვები შეადგენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევით, პასიური მოწევა ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვებისთვის იწვევს. პასიური მოწვევა ბავშვებში ასთმასა და პნევმონიას ანვითარებს. პასიური მოწევა იწვევს გულის დაავადებას, სასუნთქი ორგანოების დაავადებას და ფილტვების კიბოს. 165 000 ათასი ბავშვი პასიური მოწევისგან უმეტესად აფრიკასა და აზიაში დაიღუპა. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, ყველაზე დიდი საფრთხე პასიური მოწევისგან ბავშვებს ექმნებათ. 281 000 ქალი დაიღუპა პასიური მოწევისგან, დანარჩენი კი მამაკაცები არიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_481.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 ნოემ. 2010, 09:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.