27 ნოემბერს სიღნაღში ღვინის ფესტივალი ჩატარდება | ![]() | საქართველოს ამბები | |
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მურად ვაშაკიძემ შეატყობინა, ფესტივალის ფარგლებში გამოაცხობენ პურს, გამოხდიან არაყს, დაამზადებენ ჩურჩხელებს, შეწვავენ მწვადებს, ასევე მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია. მისი თქმით, ბარათაშვილის ქუჩიდან მოედნამდე გამოტანილი იქნება ხალხური შემოქმედების ნაკეთობები. მანდვე შეგვეძლება ნახვა, თუ როგორ იქმნება გობელენები, თიხის ნაკეთობები და სხვ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თვითმოქმედი ანსამბლები მთელი კახეთიდან. დასახელდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფესტივალის ჩატარებაზე 6 000 ლარია გამოყოფილი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_480.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ნოემ. 2010, 09:24 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.