საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში გახსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გახსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ტაძარს, აშენებულს 1865 წელს, ჩაუტარდა რესტავრაცია. ამ ეკლესიაში თავის დროზე მსახურობდა საქართველოს კათოლოკოს - პატრიარქი ილია II. მას დაუბრუნეს პირვანდელი სახე და პირველ რიგში აღდგენილი იქნა საბჭოთა კავშირის დროს დანგრეული გუმბათი. ,,დღეს საქართველოს ცდილობს გავიდეს მშვიდობის გზაზე. წმინდა ნიკოლი ჩვენი მფარველია და ის დაგვეხმარება. ჯაფას, რაც იქნა გაწეული ამ ეკლესიის აღდგენაში წმინდა ნიკოლოზი დააფასებს და იგი დაეხმარება საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა და პრეზიდენტს ჯვარი აჩუქა. ,,მე მინდა მადლობა მოგიხადოთ თქვენ და განვაცხადო, რომ სადაც არ უნდა მივემგზავრებოდე, როდესაც მელოდება რთული განსაცდელი, მე ვამოწმებ თქვენს მიერ ნაჩუქარ ჯვარს, როემლსაც სულ თან ვატარებ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სულიერება ყოველთვის მინათებს გზას როგორც მე აგრეთვე, სხვა უმარავ ქართველს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. თქვენი მოღვაწეობა ამ ტაძრიდან დაიწყო. ამის შესახებ მე გასულ წელს გავიგე და გადავწყვიტე აღმედგინა იგი. ჩვენ სადაცაა დავასრულებთ გარე სამუშაოებს და შემდეგ რესტავრაციას შევუდგებით ტაძრის შიგნით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადგილი იქცეს საქართველოში ერთ-ერთ ულამაზესად, რადგან აქ დაიწყო და გააგრძელა მოღვაწეობა საქართველოს კეთილდღეობისთვის ჩვენმა სულიერმა მამა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_479.html
| |||
განათავსა - Legatuss | 26 ნოემ. 2010, 09:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.