განათლების სამინისტრო ქართული წარმოების კომპიუტერებს მიანიჭებს უპირატესობას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც პირველკლასელთათვის განკუთვნილ პორტატიულ კომპიუტერებს ეხება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2011 წელს სამინისტრო ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებისათვის პორტატიულ კომპიუტერებს შეიძენს. მათში ჩატვირთული იქნება როგორც მათემატიკისა და ლოგიკის სასწავლო პროგრამები ქართულ, უცხოურ ენებზე, ასევე სასკოლო და სკოლისგარეშე სახელმძღვანელოები და შემეცნებითი თამაშები. კომპიუტერთა შესყიდვისას უპირატესობა მიენიჭება საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს. დაინტერესებულ კომპანიენს თავიანთი განცხადებების წარდგენა 2010 წლის 10 დეკემბრამდე შეუძლიათ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_477.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2010, 16:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.