შემოსავლების სამსახურმა ქვეყანაში მოქმედი ტოტალიზატორები 53 მლნ ლარით დააჯარიმა | საქართველოს ამბები | ||
ბიუჯეტისათვის დამლული შემოსავლბის გამო შემოსავლების სამსახურმა ქვეყანაში მოქმედი ტოტალიზატორები 53 მლნ ლარით დააჯარიმა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვასილ გედევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი 136 ტოტალიზატორი 230 მლნ ლარით ნაკლებ შემოსავალს აჩვენებდა. შემოსავლების სამსახურმა შემოწმების პერიოდში აღმოაჩინა, რომ მოსახლეობამ ტოტალიზატორებში 200 მლნ ლარზე მეტი წააგო. "ტოტალიზატორების ერთობლივი შემოსავლი 280 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა მათ მხოლოდ 47 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდათ დეკლარირებული, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ათეულობით მილიონი ლარით დაზარალდა. შემოწმებით ასევე გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევები, მათ შორის ე.წ. "პოსლეზე თამაში" და "ხელზე გამაზვის" ფაქტები, რაც დასტურდება შავი ჩანაწერებით. ტოტალიზატორებში წაგებული თანხების ამოღება ქუჩურ გარჩევებში გადადიოდა და მასში კრიმინალური ავტორირეტები მონაწილეობდნენ რაც თავის მხრივ დანაშაულია," - განაცხადა გედევანიშვილმა. ტოტალიზატორებს ჯარიმისა და დამალული გადასახადის გადახდა კანონით გათვალისწინებულ 20 დღის ვადაში მოუწევს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_474.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 14:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.