თბილისში გაძვირდება მუნიციპალური ტრანსპორტი | საქართველოს ამბები | ||
თბილისის მერია ადასტურებს ინფორმაციას მუნიციპალურ ტრანსპორტის მოსახურების ღირებულის გაზრდის შესახებ. როგორც მერია იტყობინება, მეტროსა და ავტობუსების მომსახურების ღირებულების გაზრდის საკითხს განიხილავენ სხდომაზე, რომელიც გაიმართება 29 ნოემბერს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებაა მუნიციპალური მომსახურების ღირებულების გაზრდა 10 თეთრით და იგი გახდება 50 თეთრი. მერიაში განაცხადეს, რომ ეს ცვლილება არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შეღავათით. ამასთან სამგზავღო ბარათის მეორედ გამოყენების შემთვევაში მგზავრობის საფასური იქნება ისევ 30 თეთრი. მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ღირებულების გაზრდის შესახებ განაცხადა ,,ნაციონალების საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა. მანამდე ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ მერია გეგმავდა მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ღირებულების გაზრდას 80 თეთრამდე, თუმცა მაშინ თბილისის მერიამ უარყო ეს ინფორმაცია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_473.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 14:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.