საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობის თემაზე შეხვედრა გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 25 ნოემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც გაიმართება IT შტარტუპ დღეების ფარგლებში და მიზნად ისახავს შექმნას სათანადო გარემო კონკურენტული სტარტაპების გაჩენისა და ახალი პროექტების დანერგვისათვის. IT შტარტუპ დღეების ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნეს სკოლების სტუდენტების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების სტუდენტების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_468.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 08:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.