პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება. როგორც კრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, კრების ორგანიზატორების დევიზია - "ძალა ხალხშია". მისივე თქმით, კრებაზე მიიღებენ მნიშვნელოვან დოკუმენტებს - წესდებას, დეკლარაციას, რეზოლუციას და აირჩევენ გარკვეულ ორგანოებს, მათ შორის სახალხო კრების დარბაზს. "კრების შემდეგ გაჩერებას არ ვაპირებთ. უნდა აღსრულდეს ის გადაწყვეტილებები, რაც იქნება მიღებული. ჩვენ ყველაფერი ზუსტად გვაქვს გათვლილი, ყველაფერი იქნება საჯაროდ გამოტანილი. გეგმები დამუშავებულია და მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. საკმაოდ კარგად ვართ ორგანიზებული, დიდი სამუშაოა ჩატარებული, მაგრამ ბევრი რამ ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბათიაშვილმა. კრების ორგანიზატორები წარადგნენ ხელისუფლებისადმი უნდობლობის ვერდიქტს, რომელიც შეკრებილმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ იგეგმება რეზოლუციის მიღება. წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიაციტივო ჯგუფის წევრის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, იძულებულნი არიან, კრება პარლამენტის წინ ჩაატარონ, რადგან ეკონომიკის სამინისტროსგან "ლოკომოტივის" სტადიონის დათმობაზეც უარი მიიღეს, მანამდე კი სპორტის სასახლის დათმობაზე მიიღეს უარი "სახალხო კრებასთან" ერთად, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_467.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 08:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.