თბილისში ამ სეზონში დაფიქსირდა ღორის გრიპის პირველი შემთხვევა | საქართველოს ამბები | ||
დღეს თბილისში ამ სეზონში დაფიქსირდა ღორის გრიპით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია 26 წლის ქალბატონი, რომელმაც ორი დღის წინ მიმართა პოლიკნილიკას. შესაბამისი ანალიზების ჩატარების შემდეგ დაასკვნეს, რომ იგი დაავადებული იყო ღორის გრიპით. ამ დროისათის ქალბატონი მოთავსებულია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ,,ეპიდემიის საშიშროება ამ დროისთვის ქვეყანაში არ არის, ყველა სამედიცინო დაწესებულება მომაზდებულია ამ ვირუსით ინფიცირებულთა მისაღებად, ამასთან სპეციალური პრეპარატების რაოდენობაც საკმარისია". საქართველოში მიმდინარეობს ღორის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია. პირველ რიგში აიცრებიან სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები და ორსულები, შემდეგ კი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით გასულ წელს საქართველოში ამ ვირუსით დაინფიცირების 1300 ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 33 ფატალური შედეგით დასრულდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_465.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 08:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.