წელს შ.პ.ს. საქართველოს რკინიგზის'' წმინდა მოგებამ 43,5 მლნ. დოლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის იანვარ-სექტემბრის პრიოდში შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიოგზის" სუფთა მოგებამ შეადგინა 43,5 მლნ. დოლარი. მათი ცნობით გასულ წელს იმავე პერიოდში კომპანიამ განიცადა ზარალი 3,3 მლნ. დოლარის ოდენობით. შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზის" შემოსავალი იანვარ-სექტემბრის პერიოდში გაიზარდა 24%-ით გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 164,5 მლნ. დოლარი. კომპანია ელოდება წლის ბოლომდე შემოსავლის 218,9 მლნ. დოლარით გაზრდას. კომპანიის აქტივები იანვარ-სექტემბერში გაიზარდა 29,5%-ით და შეადგინა 2 342 800 000 მლნ. დოლარი (1 დოლარი = 1,75 ლარი). შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზამ" 2010 წლის 9 თვის განმავლობაში ტვირთების გადაზიდვა გაზარდა 21,3 %-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 14,8 მლნ. ტონა. შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინიგზის" საწესდებო კაპიტალის 100%, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, 2010 წლის ივლისში განათავსეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე 5 წლიანი ევროობლიგაციების სახით 250 მლნ. დოლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთით - 9,785%. საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს ,,აღმოსავლეთ-დასავლეთი" საგზაო კორიდორის მთავარ ნაწილს. მისი სიგრძე არის 1 324 კმ. სისტემაში შედის 45 გვირაბი, 1 714 ხიდი, პარომით კავშირი უკრაინასთან და რუსეთთან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_464.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 ნოემ. 2010, 08:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.