თბილისში წყლის ტარიფი გაიზრდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისში ერთ სულ მოსახლეზე წყლის ტარიფი 0.75 ლარით გაიზრდება და თვეში 3.15 ლარს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 დეკემბრიდან შევა და არ შეიცვლება 2015 წლამდე. ასეთი გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. სხდომას ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდნენ. მთავრობის პრეს-სამსახურის შეტყობინებით ტარიფი არ გაეზრდებათ და კვლავ 2.4 ლარის დონეზე შეუნარჩუნდებათ თბილისის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წყალი გრაფიკის მიხედვით მიეწოდებათ. „ამ გადაწყვეტილებით თბილისის წყალმომარაგების კომპანიას ეძლევა მოტივაცია, განახორციელოს ინფრასტრუქტურის შეცვლა და გაუმჯობესება თბილისის იმ რაიონებში, სადაც წყალმომარაგება სადღეღამისო არაა, და 24 საათიან მომარაგებაზე გადავიდნენ“, - განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა. ამას გარდა, თბილისის დაახლოებით 105 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე ტარიფის ნახევარს გადაიხდის, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის წყალმომარაგების ტარიფი არ შეიცვლება და კვლავ კუბური მეტრისთვის 4.4 ლარის დონეზე დარჩება. ბოლოს თბილისელებისათვის წყლის ტარიფი გაორმაგდა 2007 წლის იანვარში. ამის მერე კომპანია „თბილისის წყალი“ გაიყიდა და ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ 2010 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე ტარიფს 2.95 ლარამდე გაზრდიდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_462.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2010, 19:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.