aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ოქტომბერში 1691 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
     დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 1691 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 27 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 499 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (49 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1192 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი).



     საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 41 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ოქტომბერში - შესაბამისად 30, 36 და 28 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ოქტომბერში ასევე - 25 პროცენტი). 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან .


    საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის კვლავ ლიდერობს თურქეთი (867 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (547 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (506 მლნ. აშშ დოლარი).
     შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5230 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორაციით, მთლიან საგარეო სააჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 1228 მლნ. აშშ დოლარი (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 4003 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით მეტი) შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 2775 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (7 პროცენტით მეტი). 


     2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 პროცენტით, ექსპორტი 9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 25 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში 31 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_461.html
განათავსა - Legatuss | 24 ნოემ. 2010, 17:13 | ახალი ამბები »
 

"დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ოქტომბერში 1691 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian