მოსკოვი თბილისს მოლაპარაკებებისთვის წინაპირობას უყენებს | მსოფლიოს ამბები | ||
მოსკოვი თბილისს მოლაპარაკებების დაწყებისთვის წინაპირობას უყენებს. რუსი დეპუტატების განცხადებით, ფედერაციის ხელმძღვანელობა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი თბილისი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან "ცეცხლის განუახლებლობის" შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. "არსებობენ გარკვეული ძალები დასავლეთში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმით, რომ კავკასიაში მუდმივად ომის ცეცხლი ენთოს. სწორედ ეს მაძლევს საბაბს, რომ არ მჯეროდეს სააკაშვილის. მის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ის სწორად საუბრობს, თუმცა ქმედებები განსხვავებულია. მან საკუთარი სამშვიდობო ინიციატივის რეალურობა საქმით უნდა დაგვიმტკიცოს", - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის სათათბიროს კონსტიტუციური კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ილიუხინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის სესიაზე სააკაშვილი რუსეთთან მოლაპარაკებების ინციატივით გამოვიდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_459.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 ნოემ. 2010, 10:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.