ევროკავშირმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარა | საქართველოს ამბები | ||
ევროკავშირმა მიიღო განცხადება, რომელშიც ორი ქართული რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე. წ. სამხრეთი ოსეთი) ნახსენებია, როგორც ოკუპირებული. ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მიღებული კონსოლიდირებული მოხსენების საფუძველზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, ევროკავშირმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზეა ნათქვამი, ხოლო რეგიონები ნახსენებია, როგორც ოკუპირებული“. „ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების მიმართ ტერმინი „ოკუპაცია“პირველად დაფიქსირდა, ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი და მათი შეფასება კონსოლიდირებულია, ოკუპაცია კი გულისხმობს, რომ ეს უკანონო ქმედებაა, რომელიც დეოკუპაციით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის თქმით, გუშინ დოკუმენტი 27-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მოგვიანებით კი მათ კიდევ 8 ქვეყანა შემოუერთდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_458.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2010, 10:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.