ექიმებმა 450 გრამიანი ახალშობილის გადარჩენა შეძლეს | საქართველოს ამბები | ||
თელავის სამშობიარო სახლის ახალშობილთა რეგიონალური რეანიმაციის ექიმებმა 450 გრამიანი ახალშობილის გადარჩენა შეძლეს. ახალშობილი ქარელის სამშობიარო სახლიდან თელავში გუშინ, გამთენიისას, კატასტროფის ცენტრის მანქანით გადიყვანეს. ექიმების თქმით, გოგონა ინკუბატორშია მოთავსებული და სასიცოცხლო ფუნქციები აქვს, _ აცნობეს ,,მედიანიუსს კახეთის" საინფორმაციო ცენტრიდან. „ეს არის უნიკალური შემთხვევა. ახალშობილი ექსტრემალურად მცირე ზომისაა. 42 კვირის ნაცვლად 20 კვირისაა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ახალშობილის გადარჩენა და გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თელავის სამშობიარო სახლის ახალშობილთა რეგიონალური რეანიმაციის განყოფილების ექიმმა რეანიმატოლოგმა პაატა შავაძემ. გოგონა მშობლების მესამე შვილია. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_457.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 ნოემ. 2010, 10:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.