aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პატრიარქი ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმს გახსნის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     დღეს, 24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივითა და დაფინანსებით, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნება. მშობლიურ სოფელში დიდი ქართველი მამულიშვილის, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე ღვთისკაცის მუზეუმის გახსნას საქართველოს პატრიარქი ილია II, სამღვდელოების წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები დაესწრებიან.



     ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი 2003 წლის მაისში ბიზნესმენ ზაზა სიორიძის ინიციატივით დაფუძდა. ამავე წელსვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ფონდის თაოსნობით თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის # 6-ში, სადაც თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, წმ. ექვთიმე ღვთისკაცის ბინა-სამლოცველო გაიხსნა. 


     ფონდის საქმიანობიდან აღსანიშნავია უკვე განხორციელებული პროექტები: ფონდმა დააარსა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სასულიერო აკადემიის წარჩინებული სტუდენტებისთვის 2003 წლიდან; ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება "ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის" შექმნა და ფუნქციონირება დაიწყო ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრმა. 2007 წ.; ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და განხორციელდა ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის პროექტი "შენდობით მომიხსენიე"; ფონდმა გამოსცა გურამ შარაძის წიგნი "... ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი." ასევე, დურმიშხან ცინცაძის წიგნი `ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე." 2005-2009 წ. წ.; გამოიცა ექვთიმე თაყაიშვილის "ბიბლიოგრაფია". 2010". 


     ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) 1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით 5 ივნისი) ოზურგეთში დაიბადა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. 1921 წლის საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ემიგრაციაში საფრანგეთში გაჰყვა, სადაც შეძლო ქართული ეროვნული საგანძურის დაცვა და გადარჩენა. 1945 წელს საქართველოში დაბრუნების შემდგომ საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. იგი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი ამჟამად გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_456.html
განათავსა - Legatuss | 24 ნოემ. 2010, 10:21 | ახალი ამბები »
 

"პატრიარქი ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმს გახსნის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian