ევროპარლამენტი მზადაა, სააკაშვილის ინიციატივებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთო | საქართველოს ამბები | ||
ევროპარლამენტი მზადაა, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს და რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს მოელის. როგორც სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა განაცხადა, "პრეზიდენტის ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც კავკასიის რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც". "ვიყავი რუსეთში და მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი პრეზიდენტ მედვედევთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. სიღრმისეულად განვიხილეთ რუსეთის მოდერნიზაციის საკითხი. ეს თემა ძალიან ახლოსაა თქვენს მიერ დღეს გაჟღერებულ ახალ წინადადებებთან და შეიძლება, ერთმანეთის პარალელურადაც კი განიხილებოდეს. მე ძალიან მტკიცედ დავაყენე ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების საკითხი და მჯერა, რომ პრეზიდენტი მედვედევი ამ პრობლემაზე მუშაობისას ძალიან ღია იქნება. ახლა, ჩემის აზრით, რუსეთის რეაქციას უნდა დაველოდოთ. ევროკავშირი და პირადად მე მზად ვართ, გავხდეთ ამ დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთი მხარე" - განაცხადა იეჟი ბუზეკმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და კავკასიის რეგიონისთვისაც". საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი კავკასიაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. "მე აქ იმედის გზავნილის ჩამოსატანად და იმის დასადასტურებლად ჩამოვედი, რომ სამართლიანი და უცვლელი მშვიდობა ჩვენს რეგიონშიც შესაძლებელია. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რათა ამაში წვლილი მანაც შეიტანოს", - განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, "საუკუნეების განმავლობაში კავკასია იყო რეგიონი, სადაც ადამიანები და მათი სულები თავისუფალი იყო, თუმცა მთავრობები ხელოვნურ ბარიერებს ქმინდნენ. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_454.html
| |||
განათავსა - teo- | 23 ნოემ. 2010, 17:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.