aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის, „დინამო“ სიმბოლურ თანხად გაყიდოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
 ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო კლუბ „დინამოსთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



„გვსურს გავაცნოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას ჩვენი ოჯახის პოზიცია და უახლოესი გეგმები საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისთან" დაკავშირებით.  



ჩვენი ოჯახის თავკაცს, ბადრი პატარკაციშვილს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით უყვარდა და პატივს სცემდა `დინამო თბილისს" და ზუსტად ამის გამო, ათიოდე წლის წინ, მან გადაწყვიტა გვერდში ამოსდგომოდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს კლუბისათვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ბადრიმ მოახდინა საკუთარი ენერგიისა და მართლაც მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების ფოკუსირება კლუბზე და შედეგმაც არ დააყოვნა: „დინამო" გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სამგზის თასის მფლობელი, ორჯერ მოიგო სუპერთასის გათამაშება, მოიპოვა დსთ-ის თასი, მონაწილეობდა UEFA-ის ჯგუფურ ეტაპზე და ა.შ.


ბადრის გარდაცვალების შემდეგაც, თითქმის სამი წელი, შეძლებისდაგვარად ჩვენი ოჯახი განაგრძობდა `დინამოს~ ფინანსურ მხარდაჭერას, მიუხედავად იმ ურთულესი მდგომარეობისა, რომელშიც აღმოვჩნდით - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღემდე გვიწევს საკუთარი აქტივების დაცვა სხვადასხვა ძალისაგან, რომლებიც ცდილობენ მათ დაუფლებას. ამ ვითარებას დამატებით ამძიმებს ქართული სასამართლოს მიერ ჩვენ მიმართ გაცემული სხვადასხვა სახის ამკრძალავი და შემბოჭველი გადაწყვეტილებები.


მიუხედავად ჩვენი ამგვარი მდგომარეობისა, მაინც გავნაგრძობდით „დინამოს" ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა უაღრესად გართულებული იყო.


ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულების მიუხედავად „დინამოსადმი", დღეს რეალურად უნდა შევაფასოთ კლუბის მდგომარეობა გრძელვადიანი სტაბილურობის თვალსაზრისით. კლუბს ესაჭიროება ინვესტორი, რომელიც ჩაერთვება კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს კი სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ჩვენი ოჯახის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან უკვე შეგვატყობინეს, რომ უახლოეს პერიოდში „დინამოს" ასევე ესაჭიროება საკმაოდ მნიშვნელოვანი მორიგი ინვესტიცია.


ახალი საინვესტიციო პერიოდი დადგა იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში არსებული ჩვენი ოჯახის აქტივები რჩება გაყინული, ხოლო ჩვენთან ასოცირებული კომპანიები, მათ შორის `დინამოც", განიცდიან მუდმივ პრობლემებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითისათვის, საფეხბურთო კლუბის შემთხვევაში, `დინამო" ვერ ახერხებს სამეწარმეო რეესტიდან სარეგისტრაციო საბუთების მოპოვებასაც კი, რაც მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანიისათვის უაღრესად ართულებს საკუთარი აქტივების განკარგვასაც კი.


ხანგრძლივი, ძალზე ფრთხილი და მრავალმხრივი განხილვის შემდეგ მივედით სამწუხარო დასკვნამდე, რომ ჩვენი ოჯახი უნდა ჩამოშორდეს „დინამოს", რადგან დიდწილად ჩვენთან ასოცირებულობისა და საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ლეგალური სტატუსის გამო კლუბის ნორმალურ ოპერირებას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. დამატებითი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ვაცხადებთ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო.


გვსურს, „დინამო" იყოს წარმატებული, სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და განაგრძოს ლეგენდარული საფეხბურთო ტრადიციები. მიუხედავად ჩვენი ოჯახის სიყვარულისა „დინამოს" მიმართ, ვფიქრობთ, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, დადგა დრო, ახალმა ინვესტორმა გადაიბაროს ყველასათვის სათაყვანებელი კლუბი.


შესაბამისად, კლუბის ადმინისტრაციას ვაძლევთ რეკომენდაციას, მოიძიოს ახალი ინვესტორი, რომელიც მოახდენს საექსპერტო ინტერესისა და „დინამოს" მომავლისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სახსრების ინვესტირების მზადყოფნის დემონსტრირებას. ჩვენი მხრივ კი. შეგვიძლია. განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, სიმბოლურ თანხად დავთმოთ ჩვენი ოჯახის კუთვნილი ინტერესი საფეხბურთო კლუბ „დინამოში", რაც ასევე მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან უძრავ ქონებას.


კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ამ ნაბიჯს ვდგამთ უაღრესი სინანულით, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ კლუბის მომავლისათვის ეს ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალია.


დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს ვთხოვთ მიმართონ კლუბის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაციისათვის",-ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში. 
წყარო - internet.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_452.html
განათავსა - teo- | 23 ნოემ. 2010, 16:56 | ახალი ამბები »
 

"პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის, „დინამო“ სიმბოლურ თანხად გაყიდოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian