იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 1 მლნ. 681 ათას 533 ვიზიტორი ესტუმრა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს 1 მლნ. 681 ათას 533 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38%-ით მეტია. 10 თვეში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 549 ათას 920 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 32,7%), რაც გასულ წელთან შედარებით 34%-ით მეტია. 2010 წლის 10 თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 1 მლნ. 67 ათას 53 ვიზიტორი (ვიზიტორთა 63,5%), რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39%-ით მეტია. მიმდინარე წლის 10 თვეში, ამერიკიდან შემოვიდა 20 ათას 242 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,2%), რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, აზიის ქვეყნები-დან - 39 ათას 866 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 2,4%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება, აფრიკიდან - 2 ათას 350 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), გასულ წელთან შედარებით 184%-ით მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 2 ათას 102 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,1%), გასული წლის 10 თვესთან შედარებით 19%-ით მეტი. ამავე პერიოდში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (1 მლნ. 67 ათას 53) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 438 ათას 866 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 41,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,4%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 428 ათას 211 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 40,1%), რაც გასული წლის 10 თვესთან შედარებით 54%-ით მეტია. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_449.html
| |||
განათავსა - teo- | 23 ნოემ. 2010, 13:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.