გიორგი საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელია | საქართველოს ამბები | ||
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით გიორგი საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელია. 23 ნოემბერს ქართული მართმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით გამოკვლევა ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით დღესდღეობით საქართველოში ცხოვრობს 165 639 გიორგი, ასევე ადამიანები, რომლებიც წარმოებულ სახელს ატარებენ - გიო (94), ლაშა-გიორგი (235). ამას გარდა, გვხვდება ისეთი სახელები, როგორებიცაა საბა-გიორგი, მათე-გიორგი, ლუკა-გიორგი, ედუარდ-გიორგი, გიორგი-უმცროსი, გიორგი-არჩილი, გიორგი-ლაზარე და სხვები. გავრცელებულობის მიხედვით საქართველოში გიორგის პირველი ადგილი უკავია. მეორე ადგილზეა დავითი, მესამეზე - ზურაბი, მეოთხეზე - ლევანი, მეხუთეზე - ალექსანდრე, მეექვსეზე - ირაკლი, მეშვიდეზე - მიხეილი, მერვეზე - თამაზი, მეცხრეზე - ნიკოლოზი, მეათეზე - ავთანდილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_445.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ნოემ. 2010, 10:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.