ინვესტორებს კლინიკები მიმზიდველი რაიონებიდან დიღომში გადააქვთ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ინვესტორებს კლინიკები თბილისის მიმზიდველი რაიონებიდან დიღომში გადააქვთ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს იამანიძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალი ომის ვეტერანებისათვის. მისი შენობა სახელმწიფო ტენდერში იქნა გაყიდული, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში მისი დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები დადგენილი არაა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალის დიღომში გადატანის თაობაზე მოლაპარაკებები თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს. გაზეთ „ვერსიის“ ინფორმაციის თანახმად, დიღომში ასევე გადადის უზნაძის ქუჩაზე განლაგებული ალადაშვილის კლინიკა და მეორე სამშობიარო სახლი, #7 საავადმყოფო და მიხაილოვის საავადმყოფო აღმაშენებლის პროსპექტიდან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_443.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2010, 18:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.